პოზიციის მიზანი: კომპანიის კლიენტებისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (8 სამუშაო საათი, კვირაში 5 დღე)
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა
- კლიენტის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში
- კლიენტისათვის საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება
- კლიენტის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში და მისი სახელით მოლაპარაკებების წარმოება
- აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა და წერილობითი ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება
- თანაშემწის/სტაჟიორების ზედამხედველობა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
- სასურველია სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე
- ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით
- მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობის, ასევე სასამართლო პრაქტიკის ცოდნა
- აუცილებელია საკორპორაციო სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა
- კლიენტის მომსახურების სტანდარტების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook, Power Point)
- შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
- პრობლემის გადაჭრის უნარი
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი
- პუნქტუალობა, კომუნიკაბელურობა
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
მომსახურების ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებულობა