KSC Legal ახორციელებს ბრალდებულის, მსჯავრდებულის, მოწმის, დაზარალებულის ინტერესების დაცვას ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის არასრულწლოვანთა საქმეებზე აღნიშნულ დარგში სპეციალიზებული ადვოკატის მონაწილეობით.
KSC Legal ახორციელებს ბრალდებულის, მსჯავრდებულის, მოწმის, დაზარალებულის ინტერესების დაცვას ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის არასრულწლოვანთა საქმეებზე აღნიშნულ დარგში სპეციალიზებული ადვოკატის მონაწილეობით.
KSC Legal უზრუნველყოფს როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი კომპანიების სრულ იურიდიულ მომსახურებას. ჩვენი კომპანია დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალურად სთავაზობს მათთვის ხელსაყრელ და მისაღებ მომსახურების პაკეტებს, უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტების წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოში, არბიტრაჟში.
KSC Legal სხვადასხვა სახის ხელშეკრულების პროექტების მომზადებასთან ერთად გთავაზობთ სახელშეკრულებო მოლაპარაკებებში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტების ინტერესების მაქსიმალურად დაცვას. სახელშეკრულებო დავების შემთხვევაში ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტის ინტერესების დაცვას სასამართლოში, არბიტრაჟში.
KSC Legal-ის გუნდს აქვს დიდი გამოცდილება საბანკო და საფინანსო სამართლის დარგში. ჩვენი გუნდი თანაბარი წარმატებით უზრუნველყოფს როგორც საფინანსო ინსტიტუტების კორპორატიულ მომსახურებას, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვას საფინანსო ინსტიტუტებთან, სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო ორგანოებში.
KSC Legal უზრუნველყოფს კლიენტის ინტერესების დაცვას საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში, მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას, უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტების წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოში.
KSC Legal ორგანიზაციებისათვის უზრუნველყოფს კვალიფიციური რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე, იურიდიული დოკუმენტაციის (შრომის ხელშეკრულება, შინაგანაწესი და სხვა) პროექტების მომზადებას. KSC Legal იცავს დასაქმებულთა ინტერესებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში. ჩვენი გუნდი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს საქმის წარმოებას სასამართლოში.
KSC Legal უზრუნველყოფს კლიენტი ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში ნებართვების, ლიცენზიების, სხვადასხვა სახის უფლებების მოსაპოვებლად. ჩვენი გუნდი ასევე უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოებას. ჩვენი ადვოკატები იცავენ კლიენტის ინტერესებს სასამართლოში.
KSC Legal უზრუნველყოფს უცხოელი მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სრულ იურიდიულ მომსახურებას ინგლისურ და რუსულ ენებზე სამართლის ყველა დარგში.
KSC Legal ახორციელებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, მათ შორის, ლეგალიზაციას, პრივატიზაციას, იცავს კლიენტის ინტერესებს საჯარო რეესტრში, ქონების მართვის სააგენტოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს საქმის წარმოებას სასამართლოში.
KSC Legal სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასცემს სამართლებრივ კონსულტაციას, უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესრულებას პრეტენდენტებისათვის, ხელშეკრულების პირობების შეთანხმებას შემსყიდველ ორგანიზაციასთან. დავის შემთხვევაში ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პრეტენდენტების/მიმწოდებლების წარმომადგენლობას შემსყიდველ ორგანიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში და ყველა ინსტანციის სასამართლოში.
KSC Legal გასცემს სამართლებრივ კონსულტაციას საგადასახადო და საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას აუდიტის, მედიაციისა და საგადასახადო დავების პროცესში ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და ყველა ინსტანციის სასამართლოში
იურიდიული მომსახურების გარდა KSC Legal წარმატებით ეწევა ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას. ჩვენს გუნდს აქვს სათანადო რესურსი, მეწარმე სუბიექტებს გაუწიოს როგორც იურიდიული, ასევე ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება მათთვის ხელსაყრელი და მისაღები მომსახურების პაკეტებით.